Sunday, April 2, 2017

მერვე დღე

დღევანდელმა  მოდულმა მასწავლა,  როგორ გავუწიო  კლასს ფასილიტაცია  მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. როგორ  გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.  შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში.
 ასევე ეფექტური კითხვების დასმა ეფექტური სწავლის მნიშვნელოვანი ნაწილია.
  დიდი მადლობა ნინოს !

Saturday, April 1, 2017

მეშვიდე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა დამოუკიდებელი და დიფერენცირებული სწავლების როლი;  viewer-მა  მასწავლა  როგორი მიდგომებით ჩავრთო  სასწავლო პროექტში სამივე ტიპის მოსწავლე.
  შევქმენით  სავარჯიშო, რომლითაც ბავშვი კითხულობს  ინსტრუქციას და მითითებებს ეცნობა.  თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის  ხელშესაწყობად გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების ადაპტირება.

მოსწავლის სავარაუდო ნასრომი- რუბრიკა

Sunday, March 26, 2017

მეექვსე დღე


მე 5 მოდულში  განვიხილეთ შეფასების რუბრიკები, შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,  მოდიფიცირება გავუკეთეთ  შექმნილ რუბრიკას და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. შეფასების რუბრიკა  მოსწავლეებს ზოგადად დაეხმარება პროექტზე მუშაობის პროცესში მონიტორინგი გაუკეთოს საკუთარ და თანატოლის მუშაობის ხარისხს.
   დიდი მადლობა ნინოს !

Saturday, March 25, 2017

მეხუთე დღე


მესამე მოდული დამეხმარა  დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს  ინტერნეტს სასწავლო პროცესზე, მოსწავლეებს ვასწავლო, როგორ შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევარი, ამისთვის გამოიყენონ მკაფიოდ და ნათლად გაწერილი რუბრიკა და გააკეთონ უკუკავშირი. მნიშვნელოვანია ინტერნეტიდან გამოყენებულ რესურსებზე საავტორო უფლებების დაცვა. გავაკეთეთ ონლაინ ტესტი, რომელმაც დამაფიქრა საავტორო უფლებებზე. ვისწავლეთ  ინტერნეტ საიტების გამოყენება საპროექტო პროდუქტის შესაქმნელად.

Sunday, March 19, 2017

მეოთხე დღე

          დევანდელი მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება  რამდენიმე თვალსაზრისით; გავიგეთ, რომ არსებობს შეფასების 5 სტრატეგია, რომელსაც ვიყენებთ  პროექტული სწავლების დროს, გვამოწმებინებს წინარე ცოდნას, მეტაკოგნაციას, მონიტორინგს, თვითრეგულაციას, პროგრესს და გაგებას.
        გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
        დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს, არაჩვეულებრივ პიროვნებას და ტრენერს.

მესამე დღე

     1.      განვსაზღვრეთ პროექტის სტანდარტთან შესაბამისობა, საგნებთან კავშირი, რომელ საგნებთან ინტეგრირდება.  2)შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები  .    3)მოვძებნეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.   

2.      მნიშვნელოვანია  თემატური და საკვანძო კითხვების დასმა, მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.ამ მიმართულებით  უდიდეს დახმარებას გამიწევს პროექტით სწავლება.

Saturday, March 18, 2017

მეორე დღე

  ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ეს პროექტი დამეხმარება დავგეგმო და განვახორციელო პროექტები. შევქმნა რესურსები და განვათავსო ბლოგზე. აგრეთვე მოსწავლეთა ნამუშევრები განვათავსო ბლოგზე და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთო ჩემი მოსწავლეები, რომლებიც თავის მხრივ განივითარებენ 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.