Saturday, March 25, 2017

მეხუთე დღე


მესამე მოდული დამეხმარა  დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს  ინტერნეტს სასწავლო პროცესზე, მოსწავლეებს ვასწავლო, როგორ შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევარი, ამისთვის გამოიყენონ მკაფიოდ და ნათლად გაწერილი რუბრიკა და გააკეთონ უკუკავშირი. მნიშვნელოვანია ინტერნეტიდან გამოყენებულ რესურსებზე საავტორო უფლებების დაცვა. გავაკეთეთ ონლაინ ტესტი, რომელმაც დამაფიქრა საავტორო უფლებებზე. ვისწავლეთ  ინტერნეტ საიტების გამოყენება საპროექტო პროდუქტის შესაქმნელად.

2 comments:

  1. ეკა, პროექტის შინაარსიდან გამომდინარე კარგად გაქვს გამოკვეთილი მიმართულების მიმცემი კითხვები, მიზანში კი სასურველი იქნება თუ განსაზღვრავ ისეთ მიზნებს, რომლებიც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და აზროვნების ზედა დონისთვის დამახასიათებელ უნარებს აერთიანებს.

    ReplyDelete
  2. ეკა, შენს გეგმაში ხშირად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე.კარგი იქნება კითხვები ისე დაისვას, რომ იგი იძლეოდეს ყველა ცნების გააზრების შესაძლებლობას. გისურვებ წარმატებებს.

    ReplyDelete